საპროტესტო აქცია საქართველოს პირველ არხთან

მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს პირველ არხთანაც. მომიტინგეები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის საეთერო დროის დათმობას და მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ტელევიზიის ცენტრალური შესასვლელიდან ყოველდღიურად სოციალურ ქსელში მაუწყებლობენ, მათი დღევანდელი ეთერი კი დაკავებულ პირებსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. გადაცემის სტუმრები ერთ-ერთი დაკავებულის, ზვიად ცეცხლაძის მშობლები და ადვოკატები იყვნენ.

მომიტინგეების განცხადებით, საპროტესტო აქციები პირველ არხთან მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.