საპროტესტო აქცია საგარეჯოში

აქცია საგარეჯოში. მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვს, რომლითაც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კი, მუნიციპალიტეტმა მათივე თქმით, საპარტნიორო ფონდს ფარულად გადასცა. აქციაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეები მას დაუპირისპირდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

შეკრებილების განმარტებით, არ სურთ მათმა პროტესტმა პოლიტიკური სახე მიიღოს. აქციის მონაწილეები დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება გაგრძელდება თუ არა მათი გამოსვლები.