საპროტესტო აქცია რუსთავში

ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლემი ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი ციხის ღობე დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ 30 მეტრშია. მოქალაქეების პოზიციით, ფსიქოლოგიური ფაქტორის გარდა, იქმნება უსაფრთხოების პრობლემა, დასახლება კი განვითარების პერსპექტივას კარგავს.

ადგილობრივ მოსახლეობას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს და სოციალური ქსელით ხელმოწერებს აგროვებენ.

ადგილობრივების პროტესტს იზიარებს რუთავის მერიც.  ირაკლი ტაბაღუა მერიაში მოქალაქეების პეტიციას ელოდება.