საპროტესტო აქცია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან

საპროტესტო აქცია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან. ფოლადსადნობის საამქროს 350 თანამშრომელი ხელფასების 20 %ით ზრდასა და ერთი თვის წინ გათავისუფლებულების სამსახურებში დაბრუნებას ითხოვენ. პროცესში ჩართულია პროფკავშირები. საქართველოს პროფესიული კავშირების რუსთავის წარმომადგენელი ამბობს, რომ პროტესტი ლეგიტიმურია და ჩართულია ორ მხარეს შორის მოლაპარაკებაში.