საპროტესტო აქცია რუსთავში

რუსთავში მოქალაქეებმა მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს.

საპროტესტო აქცია მოქალაქეების და სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ორგანიზებით გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილი, სადაც საწარმოს მშენებლობა იგეგმება, დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის. მათივე თქმით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და მშენებლობას არ დაუშვებენ.

მოგვიანებით აქციაზე მხარის გუბერნატორი და ქალაქის მერი მივიდნენ. მათი განცხადებით, მომდევნო კვირაში შესაბამის სამინისტროებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრას და საკითხის დეტალურად განხილვას დაგეგმავენ.