საპროტესტო აქცია რუსთავში

პროტესტი რუსთავში. პიკის საათებში, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. დილიდან გაჩერებები გადატვირთულია. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. უკვე გამოცხადებულია კონკურსი ქალაქში დამატებითი ავტობუსების შესაყვანად.

კომპანია „ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ ქალაქს ყოველდღიურად 205 მიკროავტობუსი ემსახურება.