საპროტესტო აქცია რუსთავის მერიასთან

ქალაქ რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს პარტია „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. მათ რუსთავში არსებული სოკოს საწარმოდან მომდინარე უსიამოვნო სუნის პრობლემა გააპროტესტეს და მერიას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მერია როგორც მესამე მხარე, სოკოს საწარმოსთან მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო და მიღწეულია შეთანხმება, რომ კომპანია განახორციელებს საწარმოს მოდერნიზებას და შეიძენს ფილტრებს.

დატოვე კომენტარი