საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. საპატიმროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები, მათი ოჯახის წევრები და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ის დამნაშავეა და სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ისინი ექსპრეზიდენტისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვენ.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამოეხმაურნენ.

გენო ოსიყმაშვილი აშუქებდა აქციას და დეტალებით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.