საპროტესტო აქცია რუსთაველზე – შეფასებები

15:26, 28.11.2025

ოპოზიციის ნაწილი დღეს მასშტაბურ აქციას აანონსებს – ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რაც მთავრობის მეთაურმა, 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან მოხსნა, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. მათი თქმით, მიზანი საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის იმის ჩვენებაა, რომ პროტესტი არსად გამქრალა და ის უკვე ერთი წელია უწყვეტად მიმდინარეობს. აღნიშნული ინიციატივა, ოპოზიციის შიგნით განხეთქილების საგანია. გიორგი გახარიას პარტია არ აპირებს დღეს დაგეგმილ აქციას შეუერთდეს და ამის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ქმედებებზე მიუთითებს. მათი თქმით, აქამდე ჯერ არცერთ პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“, პასუხისმგებლობა დაკავებულებზე და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე, არ აუღიათ.

მსგავსი