პროტესტის 25-ე დღე საქართველოში. გასული დღეების მსგავსად, დილიდან დედაქალაქსა და რეგიონებში საპროტესტო მსვლელობები იმართება. მარშის მონაწილეები დღეს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, სადაც გეგმის მიხედვით რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიმართოს. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისთვის სცენა პირველი სკოლის მიმდებარედ მოეწყო. რა ხდება რუსთაველის გამზირზე და როგორია პროტესტის 25-ე დღე.
შალვა სუმბაძის პირდაპირი ჩართვა ადგილიდან #მოამბე