პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის უკვე სიმშვიდეა. სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დაახლოებით დილის 07:00 საათისთვის დატოვეს.
ადგილზე არ იმყოფებიან სამართალდამცველებიც. აქციის დასრულების შემდეგ, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია „თბილსერვის“ ჯგუფის თანამშრომლებმა დაასუფთავეს, ადგილიდან გატანილია კონსტრუქციები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
პროტესტი, რომელიც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა, ღამით დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. ოპოზიციისა და მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე წყვეტს და არც ფინანსურ დახმარებას მიიღებს ევროკავშირისგან. ოპოზიცია აქციების გაგრძელებას აანონსებს.