მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა რუსთაველის გამზირზე, სადაც დღის ბოლოს პოლიციამ 10-მდე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. დაკავებულებს შორის, გავრცელებული ინფორმაციით არის „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულები დიღმისა და ზაჰესის იზოლატორებში არიან მოთავსებულები. უფლებადამცველის განმარტებით, ნაწილს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან, ნაწილს კი ბრალად წვრილმანი ხულიგნობა ედება. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.