საპროტესტო აქცია რუსთაველზე

12:20, 24.10.2025
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა დაახლოებით 21:30 საათზე გადაკეტეს. პარლამენტის მოპირდაპირედ განლაგებულმა სამართალდამცველებმა მოქალაქეები პარლამენტის წინ დააბრუნეს და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ სამანქანო გზა დროებით გაიხსნა, თუმცა პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მაინც შეზღუდეს.
აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა მოქალაქეებს გზის გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს, რასაც მომიტინგეები შეძახილებით შეხვდნენ. ერთი საათის შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა გზა თავისი ნებით გახსნეს.

მსგავსი