საპროტესტო აქცია რუსთაველზე

გვიან ღამით დასრულდა პროტესტის 164-ე დღე რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს და საკუთარ მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება. დღეს კი, უწყვეტი პროტესტის ფარგლებში მორიგი მსვლელობაა დაანონსებული.

„ერთობის მარში“ სტარტს ახმეტელის მეტროდან აიღებს და ამერიკის საელჩოსთან დასრულდება.