პროტესტის 163-ე დღეს აქცია კვლავ გაიმართა რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთან მსვლელობით ევროპის მოედნიდან მივიდა, სადაც აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ ჩატარდა. ევროპის მარშის შემდეგ, სადაც შეკრებილებს აქციებზე დაკავებული პირების მშობლებმა მიმართეს, მომიტინგეებმა რუსთაველს გამზირი გადაკეტეს და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს – დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.