9 აპრილი - საპროტესტო აქცია რუსთაველზე

დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე, სადაც გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, კონსტანტინე ზარნაძეს ცხრა აპრილის მემორიალთან შეკრებილმა მოქალაქეებმა არ მისცეს საშუალება, რომ ყვავილებით შეემკო მემორიალი. მაჟორიტარი დეპუტატი ცდილობდა, მისულიყო ცხრა აპრილის მემორიალთან, რა დროსაც შეკრებილებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კონსტანტინე ზარნაძემ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.