რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს, მოქალაქეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტ ტვ“-ის გადამღებ ჯგუფებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ. დემონსტრანტების ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი აღნიშნული სამი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ და ჟურნალისტებს რეჟიმის მსახურებს უწოდებდნენ.