საპროტესტო აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე 108-ე დღეა იმართება. მომიტინგეები ამჯერადაც პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და საკუთარი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატეს. გაჟღერდა მთავარი მოთხოვნები – ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება. შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება და ბრძოლას ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ პირველ არხთან შეკრებილები.