საპროტესტო აქცია რუსთაველზე

მარშების მონაწილეების საბოლოო დანიშნულების წერტილი რუსთაველის გამზირი იყო, სადაც პროტესტი უკვე 101-ე დღეა მიმდინარეობს. მომიტინგეები კვლავ პარლამენტის შენობის მიმდებარედ შეიკრიბნენ და მთავარი მოთხოვნები გააჟღერეს – ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.