საპროტესტო აქცია რუსთაველზე

12:26, 02.03.2025

გვიან ღამით დასრულდა პროტესტის 94-ე დღე რუსთაველის გამზირზე. საავტომობილო გზა გადაკეტილი იყო. მომიტინგეები ისევ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და საკუთარი პროტესტი ტრანსპარანტებითა და სასტვენებით გამოხატეს. კიდევ ერთხელ გაჟღერდა მთავარი მოთხოვნები – ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს მსვლელობით შეუერთდნენ საქართველოს პირველ არხთან მყოფი აქციის მონაწილეები.

მსგავსი