საპროტესტო აქცია რუსთაველზე

12:15, 23.02.2025

გვიან ღამით დასრულდა პროტესტის 87-ე დღე რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეები ისევ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და პროტესტი ტრანსპარანტებითა და სასტვენებით გამოხატეს.

გადაკეტილი იყო საავტომობილო გზა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მთავარი მოთხოვნები, რომელთა შესრულებამდეც პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.

მსგავსი