საპროტესტო აქცია რუსთაველზე

13:11, 15.02.2025
 გვიან ღამით დასრულდა პროტესტის 79-ე დღე რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და პროტესტი ტრანსფარანტებითა და სასტვენებით გამოხატეს. გაჟღერდა მთავარი მოთხოვნებიც – ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.
რუსთაველზე შეკრებილებს თავდაპირველად გზის გადაკეტვის უფლება საპატრულო პოლიციამ არ მისცა და მიზეზად ხალხის სიმცირე დაასახელა, თუმცა, მოგვიანებით საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა მაინც დაიკავეს. პარლამენტთან გამართულ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელთან შეკრებილი პირები.

მსგავსი