გვიან ღამით დასრულდა პროტესტის 73-ე დღე რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და საკუთარი პროტესტი ტრანსპარანტებითა და სასტვენებით გამოხატეს. გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი. გაჟღერდა მთავარი მოთხოვნებიც – ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება. მომიტინგეებს მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები. მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე გამოჩნდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, თუმცა მათ ტერიტორია მალევე დატოვეს.