საპროტესტო აქცია რუსთაველზე

გვიან ღამით დასრულდა პროტესტის 72-ე დღე რუსთაველის გამზირზე – აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და საკუთარი პროტესტი ტრანსფარანტებითა და სასტვენებით გამოხატეს. გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი. გაჟღერდა მთავარი მოთხოვნებიც – ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება. მომიტინგეებს მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები.