საპროტესტო აქცია რუსთაველზე

პროტესტის 66-ე დღე პარლამენტის წინ – რუსთაველის გამზირზე ახალი არჩევნებისა და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია უკვე დაწყებულია. გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. ადგილზე შეკრებილები მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს ხელისუფლება 2028 წლამდე არ დააყენებს. ამ განცხადებას პარლამენტთან შეკრებილები მოსახლეობის ევროპული მისწრაფების ხელყოფად და კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევენ.