საპროტესტო აქცია რუსთაველზე

პროტესტის ორი თვე. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები, უკვე 60 დღეა, მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებაც. პარლამენტთან შეკრებილები პროტესტს ტრანსფარანტებითა და სასტვენებით გამოხატავენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს მოქალაქეები სხვადასხვა სახელწოდების მარშებით შეუერთდნენ. მომიტინგეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.