პროტესტის 59-ე დღე – რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები თითქმის ორი თვეა, მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებაც.
ამ წუთებში პარლამენტთან საავტომობილო გზა გადაკეტილია. შეკრებილები პროტესტს სასტვენებითა და ტრანსფარანტებით გამოხატავენ. მათ დედაქალაქში დღეს გამართული სხვადასხვა მარშის მონაწილეებიც შეუერთდნენ.