გვიან ღამით დასრულდა აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები უკვე 52 დღეა, ყოველდღიურად იკრიბებიან. მომიტინგეებმა საკუთარი პროტესტი სასტვენებითა და ტრანსფარანტებით გამოხატეს. ქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილი იყო. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სხვადასხვა ჯგუფისა და ინტერესების წარმომადგენლები მსვლელობით შეუერთდნენ. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება.