პროტესტის 48-ე დღე – დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, შეკრებილები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად აქციებზე დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. აქციებს მსვლელობებით უერთდებიან სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები.