პროტესტის 45-ე დღე დედაქალაქში გვიან ღამით დასრულდა. აქციის მონაწილეები ამჯერადაც რუსთაველის გამზირზე იყვნენ შეკრებილები. მათ პერიოდულად ქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები მარშით უერთდებოდნენ. აქციაზე არ ყოფილა სიტყვით გამოსვლები, თუმცა მომიტინგეები საკუთარ პროტესტს ტრანსპარანტებითა და ხმაურით გამოხატავდნენ. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება.