საპროტესტო აქცია რუსთაველზე

საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლეს. მათ ასევე მარშით შეუერთდნენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეებიც. პროტესტის 44-ე დღეს რუსთაველზე გადაკეტილი იყო საავტომობილო გზა.

მომიტინგეები საკუთარ პროტესტს სასტვენებით, ტრანსფარანტებითა და ხმაურით გამოხატავდნენ. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი ლიდერებიც. სიტყვით გამოსვლები აქციაზე არ ყოფილა. რუსთაველზე შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს ორი ძირითადი მოთხოვნა – გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული პირები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.