საპროტესტო აქცია რუსთაველზე

12:19, 09.01.2025

პროტესტის 42-ე დღე რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეები პარლამენტის წინ ტრადიციულად გუშინაც შეიკრიბნენ. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მოქალაქეებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრება საღამოს 7 საათზე დაიწყეს, მოგვიანებით გადაიკეტა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი.

მსგავსი