რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და დაკავებული დემონსტრანტების მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საზოგადოების ნაწილი მე-40 დღეა, აპროტესტებს მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლამდე ხელისუფლების დღის წესრიგში აღარ იქნება. გზის სავალი ნაწილი ჯერ გადაკეტილი არ არის. დღის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს სხვადასხვა მსვლელობის მონაწილეები უნდა შეუერთდნენ.