საპროტესტო აქცია რუსთაველზე

21:14, 03.01.2025

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისის ცენტრალურ გამზირზე.

37-ე დღეა, მოქალაქეები ახალი საპარლამენტო არჩევნების და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე გამოსვლების მონაწილეების შეფასებით, ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ევროპული მომავლისთვის საფრთხის შემცველად და საგარეო კურსის ცვლილებად აფასებენ განცხადებას, რომლის მიხედვით 2028 წლამდე ხელისუფლება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს.

 

მსგავსი