რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება – პროტესტის 37-ე დღეს მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ შეიკრიბნენ. მთავარი მოთხოვნები უცვლელია. ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე ღამით პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. ადგილზე იყო ხმაურიც, როდესაც პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებთან და პროტესტი კონსტრუქციაზე ბრახუნით გამოხატეს.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.