საპროტესტო აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უცვლელი მოთხოვნებით მიმდინარეობს – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული მოქალაქეები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა.

შეკრებილებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. როგორია ახლა ვითარება ადგილზე, – კესო ქაფიანიძე მუშაობს პარლამენტთან.