საპროტესტო აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა.

28-ე დღეა, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებად და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევად მიიჩნევენ. დღის ბოლოს პარლამენტთან შეკრებილებს სხვადასხვა მარშის მონაწილეები მსვლელობით შეუერთდნენ.