საპროტესტო აქცია რუსთაველზე

პროტესტი არ წყდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე. 28-ე დღეა, მოქალაქეები პარლამენტის წინ იკრიბებიან. მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები. დემონსტრანტების მხრიდან ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებად ცხადდება მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ხელისუფლება 2028 წლამდე ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხს დღის წესრიგიდან მოხსნის. დღის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა მარშის მონაწილეები შეუერთდნენ. გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.