საპროტესტო აქცია რუსთაველზე

27 დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლები იმართება. შეკრებილები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად, დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარალელურად ყოველდღე დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მარშებს სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები მართავენ.

საბოლოო შეკრების ადგილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა – „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს საპროტესტო აქციაზე.