ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია.
საპროტესტო აქცია გრძელდება. პარლამენტთან დღის ბოლოს სხვადასხვა ჯგუფი მსვლელობით მივიდა. საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით რამდენიმე მარში მოეწყო – გაიმართა მამების, გურულების, კალათბურთელების და კალათბურთის მოყვარულების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მარში. მოთხოვნა უცვლელია – დემონსტრანტების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.