საპროტესტო აქცია რუსთაველზე

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა. პირველივე მოსმენაზე საკმარისი ხმები ვერ დააგროვა მმართველი გუნდის მიერ მომზადებულმა პროექტმა, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას გულისხმობდა. პროტესტი პარლამენტს გასცდა. ოპოზიცია აქციების რეჟიმზე გადადის. ამ წუთებში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტების ლიდერები რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ დგანან.

რა მოთხოვნები ისმის აქციაზე, – ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს.