თბილისის მერი კიდევ ერთხელ განმარტავს მიზეზებს, რომელთა გამოც, ნაძვის ხის ანთების გუშინ დაგეგმილი ცერემონია გაუქმდა. კახა კალაძემ ბავშვებისთვის ღონისძიების ჩაშლაში ოპოზიცია და რადიკალური ძალები დაადანაშაულა. მანვე აღნიშნა, რომ ნაძვის ხე აუცილებლად აინთება და საახალწლო ღონისძიების კონკრეტულ თარიღს მოსახლეობა მოგვიანებით გაიგებს.