პროტესტის მე-17 დღე რუსთაველის გამზირზე მშვიდ ვითარებაში დასრულდა. მომიტინგეებმა შეკრება 18:00 საადიდან დაიწყეს, მანამდე კი მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფმა დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. აქციაზე შეკრებილები პროტესტს სასტვენებითა და პერიოდული შეძახილებით გამოხატავდნენ. გუშინდელ აქციაზე გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტმა მომიტინგეებს ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით მიმართა და კიდევ ერთხელ გააჟღერა მოთხოვნები – ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.