საპროტესტო აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პირველი საათიდან იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოსთან და პარლამენტის შენობაზე დამონტაჟებულ ფოლადის კედელს ქვებს და მძიმე საგნებს ურტყამენ. ამ ეტაპზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის.

აქციის დაწყებამდე ადგილზე დასუფთავების სამსახური იმყოფებოდა, რომელიც პარლამენტის კედლებზე წარწერებს შლიდა, თუმცა აქციის დაწყებისას მათ ტერიტორია დატოვეს. მომიტინგეები საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანა არ გამოეთიშოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს. დღესვე მსვლელობა იგეგმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საღამოს კი პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან.