საპროტესტო აქცია რუსთაველზე

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე პირველმა ღამემ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. აქციაზე დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის დაპირებას ადგილი არ ჰქონია. დემონსტრანტებს სპეცრაზმის წევრების მისამართით პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ, ასევე, ძალოვანების მხრიდან არ იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები. პარლამენტის წინ აქცია გვიან ღამით დასრულდა, მომიტინგეებმა აღნიშნული ტერიტორია დაახლოებით ხუთი საათისთვის დატოვეს, მანამდე კი რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური დანიშნულების რაზმმა და სპეცტექნიკამ დატოვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები კანონის დაცვით მიმდინარეობს. მათი შეფასებით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ყოველდღიურად არაპროპორციული ძალაა გამოყენებული. განსხვავებული შეფასება აქვს მმართველ გუნდს, სადაც აცხადებენ, რომ აქცია ხშირად რადიკალურ სახეს იღებს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სახელმწიფოსგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.