ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები კანონის დაცვით მიმდინარეობს.
მათი შეფასებით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ყოველდღიურად არაპროპორციული ძალაა გამოყენებული. ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასებით, აქციებზე დღითიდღე იზრდება ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გაჩერებას იქამდე არ აპირებენ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. განსხვავებული შეფასება აქვს მმართველ გუნდს, სადაც აცხადებენ, რომ აქცია ხშირად რადიკალურ სახეს იღებს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სახელმწიფოსგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.