საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

21:47, 22.10.2025

ხმაური და დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე. სამართალდამცველებმა 20-მდე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რომელიც მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. მანამდე აქციის რამდენიმე მონაწილე იწვა გზის სავალ ნაწილზე და ავტომობილებს გავლის საშუალებას არ აძლევდა. დაპირისპირება მოხდა მძღოლსა და ერთ-ერთ დემონსტრანტს შორის, მაშინ როდესაც აქციის მონაწილემ მძღოლის მანქანიდან გადმოყვანა სცადა. მოგვიანებით ერთი აქტივისტი ავიდა საპატრულო პოლიციის ავტომობილზე, რასაც ასევე დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა პარლამენტთან საავტომობილო გზა გახსნეს. დაკავებების, ხმაურისა და დაპირისპირების პარალელურად ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დაკავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქცია იმართება. პროტესტში სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები მონაწილეობენ.

მსგავსი