საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
აღდგომის დღესასწაულს ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები. მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქციებზე დაკავებული პირების მშობლები. ისინი თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ დაიცავენ ქვეყნის თავისუფლებას და არასდროს შეეგუებიან ძალას, რომელიც საქართველოს რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. მომიტინგეებმა მოგვიანებით კვლავ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს.