საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

132 დღეა, რუსთაველის გამზირზე ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა მსვლელობის მონაწილეები იკრიბებიან. 22:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მისვლას გეგმავენ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები. ისინი საკუთარი ოჯახის წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, დაგეგმილია, ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენონ.