ოპოზიცია ყოფილ პრეზიდენტთან ერთად რუსთაველის გამზირზე დგას.
ისტორიული რეფერენდუმიდან 34 წლისთავზე თბილისსა და ექვს ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „დგება ხალხის გაზაფხული“ – ასეთია დღევანდელი გამოსვლების ლოზუნგი. პარლამენტის წინ შეკრებილთა წინაშე გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი. წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, იგეგმება ოპოზიციის სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის წარდგენაც. აქციის მონაწილეების აზრით, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დღესაც საფრთხეშია. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ, გაერთიანების ვერ მიღწევის მიუხედავად, დღევანდელი დღე ოპოზიციამ პოლიტიკური ერთობის და მთავარ თემებზე კოორდინაციის დემონსტრირებისთვის უნდა გამოიყენოს. აქციამდე მოეწყო რამდენიმე მარში.